ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ მაკედონიაში. ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით, „ბიბისი“ ავრცელებს.

ინფიცირებული პაციენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იტალიიდან მიკროავტობუსით ჩავიდა, ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც მასთან ერთად იმყოფება, ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. მათ ტესტი უკვე ჩაუტარდათ, თუმცა პასუხები ამ დრომდე უცნობია.