ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩემპიონატის მატჩები გადაიდო - გუნდები ტესტირებას ვერ გადიან
ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩემპიონატის მატჩები გადაიდო - გუნდები ტესტირებას ვერ გადიან

ჩრდილოეთ მაკედონიაში საფეხბურთო მატჩები გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის პრევენციის გამო, თითოეული კლუბისთვის PCR ტესტების ჩატარება ყოველ მატჩამდე მინიმუმ 72 საათით ადრე გახდა სავალდებულო. ქვეყნის საფეხბურთო კლუბების დიდმა ნაწილმა ტესტირების გავლა მისი სიძვირის გამო ვერ შეძლო და ფეხბურთის ფედერაციას მატჩების გადადება მოსთხოვა.

შესაბამისად, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ კვირის ბოლოს დაგეგმილი ყველა საფეხბურთო მატჩი გადადო.

გუშინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კომისიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სთხოვა მოთამაშეთა და კლუბის სხვა წევრების ტესტირება სწრაფი ტესტების გამოყენებით ჩატარდეს, რომელსაც თავდაპირველად ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს.

„თუ პროტოკოლი დარჩება ისე, როგორც არის, ცხადია, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის გაგრძელება შეუძლებელი იქნება მონაწილე კლუბების უმეტესობისთვის, თუნდაც ტოპ ორ ეროვნულ ლიგაშიც კი. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პროტოკოლში ცვლილებების შეტანას, რაც ტურნირების გაგრძელების საშუალებას მოგვცემს, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში”, – ნათქვამია მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის წერილში.