ჩრდილოეთ მაკედონიამ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა
ჩრდილოეთ მაკედონიამ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს სხდომაზე მყოფი 116 დეპუტატიდან 114-მა დაუჭირა მხარი.

ამჟამად, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება რატიფიცირებული ჯერ არ აქვს. ეს ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე უკანასკნელი ეტაპი იქნება.

სკოპიეს ნატო-ში გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანამ სახელი შეიცვალა და „მაკედონიის“ ნაცვლად, ოფიციალურ სახელწოდებად „ჩრდილოეთ მაკედონია“ გამოაცხადა. ამგვარად, ქვეყანამ საბერძნეთთან მრავალწლიანი დავა დაასრულა. მანამდე, სწორედ ათენი აფერხებდა სკოპიეს ნატო-ში გაწევრიანებას.

დატოვე კომენტარი