ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზეა (ვიდეო)

ისტორიული მატჩი, რომელსაც საქართველო 30 წელი ელოდა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. ჩვენს იმედებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ცივი შხაპი გადაასხა, საქართველოს ნაცვლად კი მაკედონიელებმა გაიხარეს.

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს ჰქონდა: საქართველოს ნაკრების ეს ისტორიული თამაში გამოტოვეს ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ.

თუმცა, არც მეტოქეს ჰქონდა საქმე კარგად, რადგან დააკლდათ „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი, უნგრული „უიპეშტის“ ცენტრალური მცველი კირე რისტევსკი, ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელი კრსტე ველკოსკი და ჩრდილომაკედონიური „სილექსის“ მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი. თბილისში ივარჯიშა არიან ადემმა, რომელიც ზაგრების „დინამოს“ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ ის მოედანზე გამოჩნდა.

სტადიონზე ავტობუსით შემოსულ საქართველოს ნაკრების წევრებს გულშემატკივრებმა ისეთივე შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს, როგორც ბელარუსთან შეხვედრამდე.

საქართველოს ნაკრებმა აგრესიული პრესინგით დაიწყო თამაში, მეტოქე კი ძალიან ფრთხილად, დაცვიდან თამაშობდა. მე-5 წუთზე პირველად კარისკენ ნიკა კვეკვეკსირმა დაარტყა და მიზანს ააცილა. საქართველო ზეწოლის გაძლიერებას ცდილობდა.

მერე ანალოგიურ ტაქიკას ჩრდილომაკედონიელებმა მიმართეს და პრესინგს ასევე საკამოდ „მაღლა“ იყენებდნენ. მაგრამ ჩვენებიც ცდილობდნენ კონტრშეტევების წამოწყებას და 28-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი შეტევის დაგვირგვინებას თორნიკე ოქრიაშვილი შეეცადა, მაგრამ მეკარე სტოლე დიმიტროვსკიმ ბურთი დაამიწა. გავიდა ორი წუთი და ნიკა კაჭარავას და ვაკო ყაზაიშვილის იერიში ისევ ოქრიაშილმა გაგრძელა და ამჯერად კარს ააცილა. 33-ე წუთზე მორიგი კონტრშეტევა, ისევ ნიკა კაჭარავამ მოიპოვა ბრძოლაში ბურთი და დასარტყმელ პოზიციაზე ყაზაიშვილი გაიყვანა, რომელმაც დარტყმა დაახანა, მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კი მეკარემ აიღო.

სტუმართა პირველი სახიფათო მომენტი 35-ე წუთზე გორან პანდევმა შექმნა, რომელმაც ფლანგური გადაცემის თავით დაგვირგვინება სცადა – გიორგი ლორიამ ბურთი ნახტომში მოიგერია. საბოლოოდ, ტაიმი უშედეგოდ დასრულდა 0:0.

 

მეორე ტაიმში ჩრდილეოთ მაკედონიელების მწვრთნელმა თავის კოლეგას აჯობა. მეტოქეები ბურთის გაკონტროლებას ცდილობდნენ და ეს მოხერახეს. აქტიური იყო პანდევი, რომელმაც ორჯერ ვითარება გაამწვავა.

56-ე წუთზე კი ქართველ გულშემატკივარს დიდ უსიამოვნება ელოდა. ჩრდილოეთ მაკედონიელებმა კონტრშეტევაზე ანგარიში გახსნეს – ელიფ ელმასის წამოწყებული შეტევა ილია ნესტოროვსკიმ გააგრძელა და კარის წინ გორან პანდევი მოძებნა, რომელმაც შეტევა დააგვირგვინა – 0:1.

საქართველოს ნაკრები მდევრის როლში. ბალკანელებმა კი 66-ე წუთზე კიდევ ერთი მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს და ელიფ ელმასმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა, მაგრამ მიზანს ააცილა.

72-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიამ მორიგი კონტრშეტევა წამოიწყო და კიდევ ერთი რეალური შანსი მიეცა პანდევს, მაგრამ მისი გადაცემა ნიკა კვეკვესკირმა ჩაშალა და გუნდი რეალურ ხიფათს ააცილა.

საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა ზეწოლის გაზრდა მაინც მოხარეხა, მაგრამ აშკარად საჭირო იყო ახალი ძალის დამატება – მწვრთნელმა მე-80 წუთზე შეიყვანა მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი დადა გუჯა ლობჯანიძე.

ბოლო წუთები ჩვენმა ნაკრებმა შეტევებში გაატარა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ელიტაში მოხვედრის მშვენიერი შანსი გაანიავა, ევროპის ჩემპოიონატზე კი ჩრდილოეთ მაკედონია ითამაშებს.

საქართველო – ჩრდილეოთ მაკედონია 0:1
12.11.2020. თბილისი. „დინამო-არენა“. უმაყურებლოდ.
გოლები: 0:1 პანდევი (56, ნესტოროვსკის პასით)
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვერკველია, კაშია (88. ხოჭოლავა), დვალი (90+1. დავითაშვილი) – კვეკვესკირი, კანკავა – ყაზაიშვილი (90+1. ხოჭოლავა), გვილია (80. პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი – კაჭარავა (80. ლობჯანიძე)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ჩრდილეოთ მაკედონია: დიმიტრიევსკი – ბეიტულაი, მუსლიუ, დ.ველკოვსკი – რისტოვსკი, ადემი (67. სპიროვსკი), ელმასი, ნიკოლოვი, ალიოსკი – ნესტოროვსკი (88. ტრიჩკოვსკი), პანდევი
მთავარი მწვრთნელი:
მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
გაფრთხილებები: ნიკოლოვი (62), ოქრიაშვილი (78), ბეიტულაი (82)
დატოვე კომენტარი