ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გამშვები უახლესი დანადგარი გამოსცადეს
ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გამშვები უახლესი დანადგარი გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამშვები უახლესი დანადგარი გამოსცადა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ადევნებდა თვალს.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უახლესი გამშვები დანადგარის გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა და ტესტის დროს „ახალი სისტემის ტექნიკური და ტაქტიკური მახასიათებლები წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებს შეესაბამება“.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ცდის შესახებ ინფორმაცია იაპონიის მთავრობამაც გაავრცელა. ტოკიოში განაცხადეს, რომ ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტა ბალისტიკური იყო.

სამხრეთ კორეის ცნობით, რაკეტამ 380 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.