ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან შვიდი წლისთავს აღნიშნავენ

13:44, 17.12.2018

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან შვიდი  წლისთავს აღნიშნავენ. ეს დღე ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ლიდერის ძეგლთან ყვავილებით მიდის. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები, ბავშვები მიჰყავთ ბაღებიდანაც.

კიმ ჩენ ირი 2011 წლის 17 დეკემბერს, გულის შეტევით მატარებელში გარდაიცვალა.

მსგავსი