ჩრდილოეთ კორეა მზადაა, აშშ-სთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილოს
ჩრდილოეთ კორეა მზადაა, აშშ-სთან ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილოს

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მზადაა, აშშ-სთან მოლაპარაკებებზე ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილოს.

Washington Post-ისა და The New York Times-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მზადაა, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს და კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების ზონები შექმნას.

როგორც ამერიკული მედია წერს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც მაისში გაიმართება.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დათმობაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების დროს წავიდა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ასევე არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია, სად გაიმართება ეს შეხვედრა.

დატოვე კომენტარი