ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესით უკმაყოფილოა

აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ჯერ არ აპირებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მაიკ პომპეოს თქმით, ფხენიანთან ბირთვული განიარაღების შესახებ მიღწეული პროგრესი სასანქციო რეჟიმის მოხსნას ჯერ არ ამართლებს. ეს განცხადება პომპეომ სამხრეთ კორეელ და იაპონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესით უკმაყოფილოა. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6-7 ივლისს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრით ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები უკმაყოფილოები არიან, რადგან არ ეთანხმებიან ბირთვული განიარაღების ამერიკულ ხედვას.

ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები ცალმხრივია. ფხენიანში კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.