ჩრდილოატლანტიკური საბჭო - მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქმედებების გამო და სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის მთავრობას
ჩრდილოატლანტიკური საბჭო - მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქმედებების გამო და სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის მთავრობას

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ჩეხეთის მთავრობას რუსეთთან მიმართებით სოლიდარობა გამოუცხადა.

„მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის მთავრობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩეხეთის მთავრობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებულ საპასუხო ქმედებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ორშაბათს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ჩეხეთის დაზვერვის განცხადებით, ისინი ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. საუბარია 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ექვსი წლის შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ აფეთქების ორგანიზებაში რუსეთის მთავრობა ოფიციალურად დაადანაშაულა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.