ჩრდილო და სამხრეთ კორეამ გამყოფი დემილიტარიზებული ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყო
ჩრდილო და სამხრეთ კორეამ გამყოფი დემილიტარიზებული ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყო

ჩრდილო და სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამყოფი დემილიტარიზებული ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს. აღნიშნული სექტორი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საზღვარს მიუყვება და მისი სიგანე 4 კილომეტრია.

ნაღმებისა და საბრძოლო მასალების განეიტრალება ორი ქვეყნის ლიდერის შეთანხმების რეალიზებისთვის ხდება, რაც ომის დროს დაღუპული ადამიანების ნაშთების ერთობლივ მოძებნას ითვალისწინებს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, რამდენიმე ათეული ათასი ნაღმი იყოს. ტერიტორიის განაღმვის შემდეგ, ნაშთების აღმოსაჩენად სამუშაოები 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31ოქტომბრამდე ჩატარდება. 1950-1953 წლების ომი ორ კორეას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.