ჩონსი ბილაპსი შესაძლოა „კლიპერსში“ ტაირონ ლუს ასისტენტად დაინიშნოს
ჩონსი ბილაპსი შესაძლოა „კლიპერსში“ ტაირონ ლუს ასისტენტად დაინიშნოს

პლეი ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე „დენვერ ნაგეთსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ხელმძღვანელობამ დოკ რივერსი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა და ახალ ხელმძღვანელად ტაირონ ლუ დანიშნა.

ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ლოს-ანჯელესური გუნდის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ ჩონსი ბილაპსთან, რომელიც შესაძლოა სულ მალე „კლიპერსის“ სამწვრთნელო შტაბში, ლუს ასისტენტად დაინიშნოს.

წყაროს ცნობით, „ატლანტას“, „კლივლენდისა“ და „მილუოკის“ ყოფილი მწვრთნელი ლარი დრიუ ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს „კლიპერსის“ ხელმძღვანელობასთან და შესაძლოა ისიც შეუერთდეს ლოს-ანჯელესური გუნდის სამწვრთნელო შტაბს.

დატოვე კომენტარი