ჩოგბურთში აშშ-ის ნაკრების ყოფილ კაპიტან პატრიკ მაკინროის კორონავირუსი აქვს
ჩოგბურთში აშშ-ის ნაკრების ყოფილ კაპიტან პატრიკ მაკინროის კორონავირუსი აქვს

ყოფილ ამერიკელ ჩოგბურთელს, ლეგენდარული ჯონ მაკინროის ძმას პატრიკ მაკინროის კორონავირუსი აღმოუჩინეს. დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში იმის შესახებ, მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

„ახლახანს მოვიდა ტესტის პასუხები. დასტურდება, რომ კორონავირუსი მაქვს. ეს ცუდი ამბავია. მაგრამ არის კარგი ამბებიც – დაავადების სიმპტომები უკვე ჩავლილია და თავს კარგად ვგრძნობ”, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ მაკინროიმ.

ამერიკელი ჩოგბურთელის განცხადებით, ის საკუთარი სახლის სარდაფში თვითიზოლაციაში წავიდა მაშინვე, როგორც კი სიმპტომები გაჩნდა. ამით აიცილა თავიდან უმცროსმა მაკინროიმ ოჯახის წევრებისთვის ინფექციის გადადება.

პატრიკ მაკინროის 1989 წელს საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული წყვილებში. 2007 წელს, დევისის თასზე მისი ხელმძღვანელობით აშშ-ის ნაკრებმა ტიტულის მოგება შეძლო.