ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს
ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს

დღეს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ხვიჩა მაქაცარია პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მაქაცარია იზოლაციაში იმყოფებოდა და ყრილობის მუშაობაში ონლაინ-რეჟიმში მონაწილეობდა. ის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წელი უხელმძღვანელებს. 32 დელეგატიდან ყრილობას ესწრებოდა 22 დელეგატი, მათ შორის ხმის უფლებით 19 დელეგატი სარგებლობდა.

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა მეორე კანდიდატმა, ბატონმა მირიან ანდრიაძემ, კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა.

დღესვე ყრილობამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველი, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ ქაცარავა აირჩია.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა დაასახელა გამგეობის შემადგენლობა, რასაც დელეგატებმა ერთხმად უყარეს კენჭი და გამგეობის თავმჯდომარედ ალექსანდრე მეტრეველი დაამტკიცეს.

დატოვე კომენტარი