ჩოგბურთი | უიმბლდონის პირველ წრეში მარიამ ბოლქვაძე აილა ტომლიანოვიჩს შეხვდება #1TVSPORT
2026 წლის უიმბლდონის გათამაშების ძირითადი ეტაპის პირველ წრეში მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს შეხვდება.
33 წლის ტომლიანოვიჩი პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 98-ე ადგილს იკავებს. 2021 და 2022 წლებში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, 28 წლის ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ეტაპზე კარიერაში მეორედ გავიდა. მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა და პირველი ეტაპიც დაძლია.
უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვედრამდე ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მატჩი მოიგო, ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრიელ გრაბერს, იაპონელ კინოშიტასა და ბელგიელ ვანდრომს სძლია.
ბოლქვაძე-ტომლიანოვიჩის წყვილში გამარჯვებული უიმბლდონის მეორე წრეში ამერიკელ კრუგერსა და ხორვატ ვეკიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.