ჩოგბურთი | სტეფანოს ციციპასმა ATP-ის დუბაის ტურნირი მოიგო #1TVSPORT
ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა 2025 წელს პირველი ტიტული მოიგო. დუბაის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში მან კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი ორ სეტში, 6:3, 6:3 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სტეფანოს ციციპასს კარიერაში ATP-ის 500-ქულიანი ტურნირების ფინალში აქამდე 11-ჯერ უთამაშია და ყველა მათგანი წაგებული ჰქონდა.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე ციციპასმა 2019 წელს გადამწყვეტი მატჩი როჯერ ფედერერთან დათმო, ხოლო 2020 წელს მან ნოვაკ ჯოკოვიჩმა აჯობა.
მამაკაც ჩოგბურთელთა განახლებულ მსოფლიო რეიტინგში ბერძენი ორშაბათს მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს.