სოფია შაფათავამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ქალთა W35 კატეგორიის ტურნირი მოიგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე ერთი სეტიც არ წააგო. გადამწყვეტ შეხვედრაში 21 წლის ჩეხ ჯულია შტრუპლოვასთან პირველი სეტი დათმო, თუმცა თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 2:6, 7:5, 6:3 გაიმარჯვა.
შაფათავამ კარიერაში მეოთხე ტიტული მოიპოვა, მიმდინარე სეზონში კი – მეორე. მან წელს ანტალიაში გამართულ W15 კატეგორიის ტურნირზეც გაიმარჯვა.
36 წლის სპორტსმენი ამჟამად პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 417-ე პოზიციაზე იმყოფება.