ჩოგბურთი | სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | სოფია შაფათავა ანტალიის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ქალთა W35 კატეგორიის ტურნირზე სოფია შაფათავა წარმატებით ასპარეზობს და უკვე ფინალშია.

36 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ლატვიელ ადელინა ლახინოვას ორი სეტში, 6:1; 6:3 მოუგო. მთელი ტურნირის მანძილზე შაფათავამ, ჯამში, მხოლოდ 9 გეიმი დათმო.

ფინალში მისი მეტოქე 21 წლის ჩეხი ჯულია შტრუპლოვა იქნება, რომელიც ტურნირზე მე-6 ნომრად არის განთესილი.

შაფათავა (WTA რეიტინგში 417-ე) და შტრუპლოვა (388-ე) ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშებენ. ჩეხ ჩოგბურთელს კარიერაში 6 ტიტული აქვს, ქართველს – 3. ფინალი 30 ნოემბერს ჩატარდება.