ჩოგბურთი | სერანა უილიამსი სპორტში დაბრუნებას გეგმავს, მან დოპინგ-კონტროლის პროცედურა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | სერანა უილიამსი სპორტში დაბრუნებას გეგმავს, მან დოპინგ-კონტროლის პროცედურა დაასრულა #1TVSPORT

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსი პროფესიულ ჩოგბურთს უბრუნდება. 44 წლის ამერიკელმა 22 თებერვალს ექვსთვიანი დოპინგ-კონტროლის პროცედურა დაასრულა, რის შემდეგაც ქალთა ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ის რეიტინგში კვლავ შეიყვანა და ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა.

ვარაუდობენ, რომ უილიამსი კორტზე დაბრუნებას მარტის შუა რიცხვებში, მაიამის 1000-ქულიან ტურნირზე შეეცდება. პროფესიულ დონეზე მან ბოლოს 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც მესამე წრეში დამარცხდა.

ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერაში დიდი სლემის ტურნირები 23-ჯერ აქვს მოგებული, რაც ქალთა შორის რეკორდია.