ჩოგბურთი | საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ბერმუდის გუნდს შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთი | საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ბერმუდის გუნდს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს მამაკაც ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადება დაასრულა. ჩვენი გუნდი მსოფლიოს მეორე ჯგუფის ფარგლებში ბერმუდის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

დაპირისპირება 6-7 თებერვალს გაიმართება და მას კვიპროსის ქალაქი ლარნაკა უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების განაცხადში არიან: საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ზურაბ ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე შვანგირაძე. გუნდს დევისის თასზე დავით კვერნაძე უხელმძღვანელებს.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ქართველ ჩოგბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს საბა ფურცელაძეს – 271-ე ადგილი. შემდეგ არიან – ალექსანდრე ბაკში (528), ზურაბ ტყემალაძე (1023), ალექსანდრე შვანგირაძე (2133), ხოლო ალექსანდრე მეტრეველი ამ ეტაპზე რეიტინგს მიღმაა.