ჩოგბურთი | საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ბერმუდასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში გამოსვლა დაასრულა. ჩვენი გუნდი ბერმუდასთან 2:3 დამარცხდა.
პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. წყვილთა თანრიგში მეტრეველმა და ფურცელაძემ მატჩი სამ სეტში, 1:6, 6:4: 4:6 დათმეს, რის შემდეგაც ერთეულთა შორის ფურცელაძემ დამაჯერებლად, 6:4, 7:5 დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის 1528-ე ნომერი დანიელ ფილიპსი.
გადამწყვეტი შეხვედრა ზურა ტყემალაძესა და უიენ მონტგომერის შორის შედგა. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი სამ სეტში – 6:2, 6:7, 3:6 წააგო.
შედეგად, საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის რეგიონულ III ჯგუფში დაქვეითდა, სადაც 2026 წლის ბოლოს იასპარეზებს და წარმატების შემთხვევაში მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში დაბრუნდება.