ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია #1TVSPORT
ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია #1TVSPORT

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქი ვერ შეასრულეს, ხოლო ფურცელაძემ ტაიბრეიქზე მეტოქის 5 ჩაწოდება მოიგერია. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის მოპოვება მე-10 გეიმში მოახერხა.

საბა ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვებით საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.