ჩოგბურთი | ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა ითამაშებენ #1TVSPORT
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ბელარუსი არინა საბალენკა და ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა შეხვდებიან.
ნახევარფინალში საბალენკამ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მსგავსი შედეგისთვის ისტორიაში ქალთა შორის არავის მიღწევია. საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა 2023 და 2024 წლებში მოიგო.
მეორე ნახერფინალში ელენა რიბაკინამ ამერიკელ ჯესიკა პეგულას ასევე ორ სეტში, 6:3, 7:6 (9:7) სძლია. რიბაკინა ავსტრალიური სლემის ფინალში კარიერაში მეორედ იასპარეზებს – 2023 წელს ის სწორედ საბალენკამ დაამარცხა სამ სეტში.
30 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალები მამაკაცთა შორის შედგება. ჯოკოვიჩი სინერს დაუპირისპირდება, ხოლო ალკარასი – ზვერევს. ქალთა ფინალი კი 31 იანვარს არის დაგეგმილი.