ჩოგბურთი | ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა ითამაშებენ #1TVSPORT
ქალთა შორის 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა და მეორე ნომერი ელენა რიბაკინა ითამაშებენ.
ბელარუსის წარმომადგენელმა, საბალენკამ ნახევარფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა ორ სეტში – 7:5, 6:2 დაამარცხა, ხოლო რიბაკინამ ასევე ამერიკელ გოგო გაუფს სამ სეტში – 3:6, 6:4, 6:4 სძლია.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირიდან ფინალისტები მსოფლიო რეიტინგში პოზიციებს გაცვლიან – კლასიფიკაციის ახალი ლიდერი ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა გახდება.
აშშ-ის ღია პირველობის ფინალი ქალთა შორის 13 სექტემბერს ჩატარდება.