ჩოგბურთი - პარიზის მასტერსზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება
ჩოგბურთი - პარიზის მასტერსზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე 2019 წლის ბოლო მასტერსზე დღეს ნახევარდინალური შეხვედრები გაიმართება.

პირველ მატჩში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება. მეტოქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ ათჯერ აქვთ ნათამაშები, სადაც ცხრა მატჩი სერბმა მოიგო.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ესპანელი რაფაელ ნადალი კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება. მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ერთით ერთია.

შეხვედრები თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი