ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე კარიერაში მე-100 მატჩი მოიგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალში ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კამერონ ნორი სამ სეტში, 6:2, 6:3, 6:2 დაამარცხა. ეს გამარჯვება აღნიშნულ სლემზე ჯოკოვიჩისთვის კარიერაში მე-100 იყო.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს დიდი სლემის თითოეულ ტურნირზე, მინიმუმ, 90 გამარჯვება აქვს, ეს შედეგი კი სარეკორდოა. ავსტრალიის ღია პირველობაზე სერბმა 99 მატჩი მოიგო, უიმბლდონზე – 97, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე – 90.
როლან გაროსის 2025 წლის გათამაშების მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანიის სახელით გამომსვლელი ალექსანდრ ზვერევი იქნება.