ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 102-ე ტიტული მოიგო – სერბი პეკინის ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

16:52, 06.10.2026

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი პეკინის 500-ქულიანი ტურნირის გამარჯვებულია.

2026 წლის გათამაშების ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს მან პირველი სეტი ტაიბრეიქზე მოუგო 7:6 (7:3). მეორე სეტში ავსტრალიელმა თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა.

შედეგად, 39 წლის სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში 102-ე ტიტული მოიგო. უშუალოდ პეკინში მან მეშვიდედ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაზე ჯოკოვიჩს მარცხი არ აქვს და ზედიზედ 34 მატჩში მოიპოვა გამარჯვება.

პეკინის ტურნირის ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯოკოვიჩმა ნუნო ბორხესი, იონჩაოკეტე ბუ, ალექსანდრ ზვერევი და დანიილ მედვედევი დაამარცხა.

მსგავსი