ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვება ათენში - სერბმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიგო #1TVSPORT
ათენის ATP-ს 250-ქულიანი ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სერბმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიპოვა. ფინალში ჯოკოვიჩმა იტალიელი ლორენცო მუზეტი დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში 4:6, 6:3, 7:5 დაამარცხა.
პირველ სეტში იტალიელი უკეთ გამოიყურებოდა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე სეტში სერბმა თამაში გამოასწორა, შეცდომები შეამცირა და მე-8 გეიმში ბრეიკით უპირატესობა მოიპოვა.
მესამე სეტი დრამატული გამოვიდა. ჯოკოვიჩმა დაწინაურება შეძლო, მაგრამ მუზეტიმ მე-6 გეიმში ბრეიკით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გადამწყვეტი ბრეიკი სერბმა მე-11 გეიმში შეასრულა და შემდეგ უკვე საკუთარი ჩაწოდებით გამარჯვება გაიფორმა.
38 წლისა და 170 დღის ასაკში ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ATP-ს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი. 2025 წელს სერბი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლით დაასრულებს – ჯგუფში მისი მეტოქეები ტეილორ ფრიცი, კარლოს ალკარასი და ალექს დე მინაური იქნებიან.