ჩოგბურთი | ნოვაჯ ჯოკოვიჩი პეკინის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
39 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი პეკინის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ნახევარფინალში მან რუს დანიილ მედვედევს პირველი სეტი 7:5 მოუგო, მეორე სეტს 5:3 იგებდა და მატჩის მოგებას სამი ქულა აშორებდა, როდესაც მედვედევმა ბურთი ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს მოარტყა და დისკვალიფიკაცია მისცეს.
შედეგად, ჯოკოვიჩმა პეკინის ტურნირზე კარიერაში 33-ე შეხვედრა მოიგო, ის ჩინეთის დედაქალაქში არ დამარცხებულა.
ფინალში ლეგენდარული სერბის მეტოქე ალექს დე მინორი იქნება, რომელიც ნახევარფინალში პოლონელ ჰურკაჩს 6:4, 3:2 ამარცხებდა, როცა მეტოქემ თამაში შეწყვიტა.
ჩინეთის ტურნირის ფინალი 6 ოქტომბერს ჩატარდება.