ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, საბა ფურცელაძე ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დაიწყო.
პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი ლამას რუისი სამ სეტში, 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ჰონ კონგის წარმომადგენელ ვონგს დაუპირისპირდება.
დიდი სლემის ტურნირებზე კარიერაში პირველად იასპარეზა საბა ფურცელაძემ. 23 წლის ქართველი შვეიცარიელ დომინიკ სტიკერთან ორ სეტში, 3:6, 2:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
2025 წლის უიმბლდონის ძირითადი ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე გამომსვლელმა ჩოგბურთელმა სამი წრე უნდა გაიაროს.