ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

10:41, 07.10.2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიან მასტერსზე გამოსვლა დაასრულა.

ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგ ანდრეა მანარინოსთან პირველი სეტი 3:6 დათმო, მეორე სეტში კი, ანგარიშზე 2:2, ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ორი ეტაპი გაიარა – მან ამერიკელ და კანადელ ჩოგბურთელებს სძლია.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 124-ე ადგილზეა.

მსგავსი