ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდებში, როტერდამის ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში დაასრულა.

ბასილაშვილი სერბეთის წარმომადგენელთან, ჰამად მედიედოვიჩთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრის მანძილზე ქართველის მეტოქემ 21 ეისის შესრულება მოახერხა.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილს იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.