ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/32-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:4, 6:7 (5:7), 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების 1/16-ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ნაკლებ შეცდომას უშვებდა და პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტში ქართველს თავისი მომენტები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ტაიბრეიქზე გადაწყდა. რაც შეეხება მესამე სეტს, გადამწყვეტი ბრეიქი ბასილაშვილმა მეორე გეიმშივე შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ქართველის მეტოქე რომის პრესტიჟული ტურნირის 1/16-ფინალში ამერიკის სახელით გამომსვლელი ბრანდონ ნაკაშიმა იქნება, მატჩი 11 მაისს შედგება.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.