ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიან მასტერსზე გამოსვლა დაასრულა – ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ანდრეი რუბლევთან სამ სეტში – 6:3, 6:7 (5:7), 2:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი პირველ და მეორე სეტში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, გადამწყვეტი უპირატესობა მეტოქემ მეორე სეტის ტაიბრეიქზე მოიპოვა.

რომის მასტერსი ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო შემდეგ ძირითად ეტაპზე სამ მეტოქეს სძლია.

ტურნირის მერვედფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.