ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის ძირითად ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო – პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი დანიელ მერიდა ორ სეტში – 6:4, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილი ტურნირის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერს, ამერიკელ ბენ შელტონს დაუპირისპირდება.
რომის მასტერსის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველ ჩოგბურთელს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა დასჭირდა – მან ორი მატჩი მოიგო.
ამჟამად ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.