ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის 1/4-ფინალშია #1TVSPORT

14:18, 25.09.2026

ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდელი ვან დე ზანდშულპი ორ სეტში – 6:4, 7:5 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერთან, გასული აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალისტთან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მატჩის მანძილზე საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია.

ჩენგდუს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, იქ ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე, 1/16-ფინალში სერბ კეჩმანოვიჩს სძლია.

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბროოკსბი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში ამჟამად 77-ე ადგილზეა.

მსგავსი