ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქუენტინ ჰალისი დაამარცხა და ბრიუსელის ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.
შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ქუენტინ ჰალისი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრის მანძილზე ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ორჯერ მოიგერია, ხოლო თავად არ დაუკარგავს. ჰალისის წინააღმდეგ კარიერაში ეს მისთვის მეოთხე მოგებაა.
ქართველმა ბრიუსელის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაირა – მან ჯერ ალესიო ბასილეს სძლია, შემდეგ კი – პიერ ჰერბერტს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარდს (37-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება.