ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქიმპერის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქიმპერის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში, ქიმპერის ჩელენჯერის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის წარმომადგენელი იანის დურანდ გაზუანი ორ სეტში, 6:4, 7:5 დაამარცხა.

შეხვედრის მანძილზე ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ოთხჯერ მოიგო და 14 ეისი შეასრულა. ორივე სეტში ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

შეჯბირების მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგ ჩოგბურთელებს, მარტინოსა და ფაურელს შორის გამარჯვებული იქნება.

ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 105-ე ადგილს იკავებს.