ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოში მიმდინარე მასტერსის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩილელ კრისტიან გარინთან ორ სეტში – 5:7, 0:6 დამარცხდა.

პირველი სეტი თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ხოლო მეორე სეტში გარინმა უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 129-ე ადგილზეა.