ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლა პირველივე ეტაპზე დაასრულა. საწყის რაუნდში მისი მეტოქე მსოფლიოს 106-ე ნომერი, იტალიელი ლუკა ნარდი იყო.
პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე მეშვიდე და მეცხრე გეიმები დათმო, რის შედეგადაც სეტი 3:6 წააგო. მეორე სეტშიც მსგავსად განვითარდა მოვლენები – ნარდი 4:3-ს იგებდა, შემდეგ კი ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმი დათმო და სეტიც კვლავ 3:6 დასრულდა.
იტალიელი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე თავის თანამემამულეს, ფლავიო კობოლის დაუპირისპირდება.