ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, ინდიან ველსის 1000-ქულიან მასტერსზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ კრისტოფერ ო’კონელთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა. მანამდე ქართველმა კოლუმბიელ მეხიას სძლია.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო.