ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუანჟოუს ჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა #1TVSPORT
გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 656-ე ნომერი, ნაოია ჰონდა იყო.
შეხვედრის პირველი სეტი ქართველი მოთამაშის სრული დომინაციით წარიმართა, მან მეტოქეს ორი ბრეიქი შეუსრულა და დამაჯერებელი ანგარიშით, 6:2 გაიმარჯვა.
ნიკოლოზმა მეორე სეტიც დამაჯერებლად დაიწყო და საწყის გეიმშივე შეძლო მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ლოგიკურად ქართველის გამარჯვებისკენ მიდიოდა, მერვე გეიმში მან საკუთარი ჩაწოდება დათმო. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიქი დაინიშნა, სადაც ბასილაშვილს შეხვედრის დასასრულებლად ორი მატჩპოინტი ჰქონდა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა და 6:8 დამარცხდა.
რაც შეეხება გადამწყვეტ, მესამე სეტს, ის საერთოდ აღარ გამართულა. ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობის გაგრძელებაზე უარი თქვა (დაშავდა), რის გამოც გამარჯვებულად იაპონელი მოთამაშე გამოცხადდა.