ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ დღეში ორი თამაში მოიგო და ბუქარესტის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ დღეში ორი თამაში მოიგო და ბუქარესტის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 30 მარტს ბუქარესტის 250-ქულიან ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელ ლოფჰაგენს სძლია, ხოლო მოგვიანებით ფინალში ავსტრიის სახელით გამომსვლელი იური როდიონოვი სამ სეტში – 6:4, 0:6, 6:3 დაამარცხა.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ბუქარესტის ტურნირის ძირითად ბადეში.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა.