ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის 250-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 112-ე ნომერს, დინო პრიზმიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 4:6, 2:6 დამარცხდა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მე-10 გეიმში დათმო, რასაც სეტის დაკარგვა მოჰყვა. მეორე სეტში კი პრიზმიჩს დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად 506 ქულით პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 123-ე ადგილზეა.