ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის ტურნირზე გამოსვლა ტრავმის გამო შეწყვიტა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობა მერვედფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის გამო დაასრულა.
აღნიშნულ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარს ეთამაშებოდა. ბასილაშვილმა მხარი პირველი სეტის მიწურულს დაიზიანა, სეტი 5:7 დათმო და მეორე სეტის დასაწყისშივე ასპარეზობა შეწყვიტა.
ბრიუსელის ტურნირი ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო – მან ჯერ ალესიო ბასილეს სძლია, შემდეგ კი – პიერ ჰერბერტს. ძირითად ბადეში გამართულ პირველ მატჩში კი მან ქუენტინ ჰალისი დაამარცხა.
ქართველი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 101-ე პოზიციას იკავებს, თუმცა მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, ის კლასიფიკაციაში დაწინაურდება და ასეულში შევა.