ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველ დიდ სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა.
შეჯიბრების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი გონსალო ბუენოსთან ორ სეტში – 1:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.
პირველი სეტი ძალიან სწრაფად, 22 წუთში დასრულდა. ბასილაშვილი მეორე სეტიდან გააქტიურდა, 5:3-იც დაწინაურდა და პარტიის მოგება შეეძლო, თუმცა თავისი ჩაწოდება დაკარგა, ხოლო შემდეგ ტაიბრეიქი დათმო.
ამჟამად 33 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 105-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილია.