ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა – პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთკორეელ ჰონ სეონ ჩანთან ორ სეტში – 3:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.
პირველ სეტში ქართველმა თავისი ჩაწოდება სამჯერ დათმო, მეორე სეტი უფრო თანაბარი გამოვიდა და ყველაფერი ტაიბრეიქზე გადაწყდა, სადაც აზიელმა ოთხი მინიბრეიქი შეასრულა.
აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლას აგრძელებენ მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე.
ბოლქვაძე მეორე ეტაპზე ალევტინა იბრაგიმოვას შეხვდება, ხოლო გორგოძის მეტოქე დესპინა პაპამიხაილი იქნება.