ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ტურნირის პირველ ეტაპზე მარინ ჩილიჩი დაამარცხა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი ორ სეტში – 6:2 7:5 დაამარცხა.
ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე აშშ-ის ღია პირველობის 2014 წლის ჩემპიონს ხუთჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი მხოლოდ ორჯერ დათმო.
ალმათის ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი მოიგო. მისი მეტოქე მერვედფინალში არგენტინელი დიაზ აკოსტა იქნება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 128-ე ადგილზეა.