ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციოს ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე რაუნდში ჩაკ ლამ კოულმენ ვონგს (ჰონგ კონგი) ორ სეტში 7:6(1), 7:6(3) სძლია და ფინალში ითამაშებს – ქართველ ჩოგბურთელს უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვედრას ერთი მოგება აშორებს.
ფინალში 33 წლის ბასილაშვილის მეტოქე 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 156-ე ნომერი ხუან პაბლო ფიცოვიჩი იქნება.
უიმბლდონის საკვალიფიკაციოს მეორე რაუნდში ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა, მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც შვეიცარიელ სელინ ნაეფთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 1:6.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ესპანელი პაბლო ლამას რუიზი სამ სეტში – 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა.