ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ანდრე ილეგენი სამ სეტში – 6:3, 6:7(1), 7:5 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში კანადელ ლიამ დრაქსლერს დაუპირისპირდება და ძირითად ეტაპზე გასვლას შეეცდება. ის მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 219-ე ადგილზეა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი კლასიფიკაციაში 124-ეა.
გადამწყვეტი შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზეა ჩანიშნული.