ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია #1TVSPORT

11:04, 06.10.2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში კანადელი ლიამ დრაქსლი 5:7, 7:5, 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველი სეტის წაგების შემდეგ ბასილაშვილმა თამაშის ტემპს მკვეთრად მოუმატა და დარჩენილ ორ სეტში თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს, ხოლო მეტოქეს ორი ჩაწოდება აართვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 124-ე ადგილზეა. გასულ კვირას მან ჩენგდუს 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

მსგავსი